თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარე სემესტრში ბასკურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით დაიწყო ბასკური ენისა და ბასკური კულტურის სწავლება. საგნები: ბასკური ენა 1 და ბასკური კულტურა 1 ხუთკრედიტიანი საგნებია, მას უძღვება თბილისში საგანგებოდ ამ საგნების სასწავლებლად ჩამოსული ბასკი პედაგოგი მარტინ არტოლა. კურსების სწავლების ენა არის ინგლისური.
მათ, ვისაც ბასკური ენა, კულტურა, ქართულ-ბასკური ლინგვისტური მიმართებები გაინტერესებთ და ინგლისურიც იცით იმ დონეზე, რომ კურსების მოსმენა შეძლოთ, დარეგისტრირდით ამ კურსებზე, სადაც ბევრ სასარგებლო ინფორმაციასა და გამოსადეგ ცოდნას შეიძენთ.
ბასკური ენა 1 და ბასკური კულტურა 1 ესპანური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის არჩევითი საგნების ფორმატშია გამოცხადებული. საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს (მათ შორის, სხვა ფაკულტეტებიდან) შეუძლია მათი არჩევით საგნად აღება.